მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა
საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მისი სამი მოადგილე წარადგინა.
მინისტრის პირველი მოადგილე იქნება კახა სიხარულიძე, რომელიც კულტურის სამინისტროს საერთაშორისო საკითხებზე იმუშავებს.
მინისტრის მოადგილე იქნება სოსო გიორგაძეც. გიორგაძე ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილეა და ის კულტურის სამინისტროში საქმიანობას 1 აპრილიდან შეუდგება. თეა წულუკიანის თქმით, გიორგაძე ახალგაზრდობის საკითხებს უხელმძღვანელებს და ამავდროულად, სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.
მესამე მოადგილე კი იოსებ ბაღათურია იქნება, რომელიც როგორც თეა წულუკიანმა თქვა, „სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს“.