მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თებერვალში უკრაინას ევროკომისრების დელეგაცია ეწვევა

თებერვალში უკრაინას ევროკომისრების დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისრებისგან შემდგარი საკონსულტაციო ჯგუფის უკრაინის მთავრობასთან შეხვედრა თებერვლის დასაწყისში კიევში შედგება. ევროკომისრების დელეგაციას თავად ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

გამოცემის წყარომ ასევე აღნიშნა, რომ კიევში „10-დან 15-მდე კომისარი” ჩავა, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებულ საბუთებზე მუშაობენ – ვაჭრობიდან ციფრულ პოლიტიკამდე.

ვიზიტის მიზანი „ურთიერთობების შემდგომ გარღმავებასა” და სოლიდარობის დემონსტრირებაში მდგომარეობს.

“ეს პროგრესის აღიარებაა, რომელსაც უკრაინა ევროპისკენ გზაზე აღწევს”, – აღნიშნა გამოცემის წყარომ.

“უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ომი არ დასრულდება და რუსი ჯარისკაცები უკრაინიდან არ გავლენ” – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. ფრანს ტიმერმანსის თქმით, ევროკავშირმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს, რათა ის კონფლიქტიდან გამარჯვებული, სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი გამოვიდეს.

მისივე თქმით, აუცილებელია ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე დაიწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესი და კიევს საჭირო რეფორმების გატარებაში დაეხმაროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button