თეირანიდან მოსკოვამდე ახალ ტურისტულ მატარებელს დანიშნავენ [Photo]
კომპანია Golden Eagle Luxury Trains თეირანიდან მოსკოვამდე, “დიდი აბრეშუმის გზის” გასწვრივ, ახალი მატარებლის მიმოსვლას გეგმავს, – იუწყება The Financial Times.
ტურისტები რუსეთიდან ირანამდე 3 სახელმწიფოს ტერიტორიას გაივლიან: ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის.
მარშრუტის სიგრძე 10 000 კილომეტრს შეადგენს და ტურისტებს ამ მანძილის გადალახვა, 14 ღამის განმავლობაში, მატარებლის ძვირადღირებულ კუპეებში მოუწეთ.
ტური მოსკოვის სასტუმროში 1 ღამის, ხოლო თეირანში კი 2 ღამის გათენებას ითვალისწინებს. მგზავრობა 1 ადამიანს 13,59 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21185″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]