რეგიონი

თელაველ გოგონას გულის გადანერგვისთვის უცხოეთში გადაყვანა სჭირდება

თელავში მცხოვრებ 11 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ელენე ზაქაიძეს, გულის უმძიმესი დაავადების, კარდიომიოპათიის დიაგნოზი კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ დაუსვეს.

მოზარდს თავდაპირველად, თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ.

ამჟამად, გოგონა, ჯოენის სამედიცინო ცენტრში იმყოფება და გულის გადანერგვისათვის უცხოეთში გადაყვანა უახლოეს მომავალში სჭირდება.

ელენე ზაქაიძის ოჯახს, ბავშვის ძვირადღირებული მკურნალობისათვის საჭირო თანხა არ აქვს. გოგონას ახლობლებს საზოგადოების მხარდაჭერისა და ქველმოქმედების იმედი აქვს.

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი
GE45BG0000000162415927
მიმღები: ნინო რცხილაძე

თიბისი ბანკი
GE28TB7578945061100049
მიმღები: ნინო რცხილაძე

მსგავსი პოსტები

Back to top button