მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელაველები ქვეწარმავლების სიმრავლეზე ჩივიან

თელავში დასახლებულ ადგილებში ქვეწარმავლები გამოჩნდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეწარმავალი კავკასიონის დასახლებაში, ერთ- ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან იპოვეს.

,,კლინიკასთან ვიპოვეთ და სხვა რა გზა გვქონდა მოვკალით. აქ ძალიან ბევრი ადამიანი მოძრაობს, ბუნებრივია, საშიშია. გასულ წელსაც ბევრი იყო, თითქმის ყველგან ვპოულობდით ქუჩებშიცა და ეზოებში. ვითხოვთ, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინონ”- განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემის შესახებ იციან და შეწამვლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

” ვიცით, რომ პრობლემა წარმოიშვა. მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და როდის უნდა შევწამლოთ ტერიტორია” – განაცხადა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ნანაშვილმა.

ქვეწარმავლების სიმრავლეს თელავსა და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში , გასულ წელსაც უჩიოდნენ. ქვეწარმავლების აღმოჩენის რამდენიმე შემთხვევა, საჯარო სკოლებშიც დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button