მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელაველთა ნაწილი “ენერგო-პრო-ჯორჯიას” არაკეთილსინდისიერ მომსახურებაში ადანაშაულებს

თელავში მოსახლეობის ნაწილი ენერგო კომპანია “ენერგო- პრო- ჯორჯიას” წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებს. კამპანია ერთ- ერთმა ადგილობრივმა, სოციალური ქსელის საშუალებით დაიწყო.

თამარ დევდარიანი განმარტავს, რომ უკმაყოფილების მიზეზი, ბოლო პერიოდში, ელექტროენერგიით მომარაგებაში არსებული შეფერხებები გახდა.

“ძალიან უხარისხო მომსახურება აქვთ, ელექტროენერგია ხშირად გვეთიშება . გადასახადს პატიოსნად ვიხდით, ერთ დღეს არ გვაპატიებენ. ახლაც ფასი გაზარდეს, მომსახურება კი გააუარესეს. დავუკავშირდი მარეგულურებელ კომისიას, თელავში ჰყავთ მომხმარებელთა ინტერესების დამცველი. უბან- უბან ჩამოვივლით მოვაგროვებთ ხელმოწერებს და წარვადგენთ მოსახლეობის ერთობლივ განცხადებას. ალბათ არის სანქციები, რასაც ასეთ შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს “- თქვა დევდარიანმა.

” ენერგო- პრო- ჯორჯიას” კახეთის რეგიონულ განყოფილებაში რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ ელექტროენერგია თელავს სტაბილურად მიეწოდება.

“მოსახლეობას დენს სტაბილურად ვაწვდით. იმ შემთხვევაში, როცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, ყველა მომხმარებელი ამის თაობაზე, სატელეფონო შეტყობინებას იღებს. რაც შეეხება ავარიულ გამორთვებს, ამის წინასწარ განჭვრეტა ძნელია, მაგრამ რაზეც ახლა მოსახლეობა წუხს მინდა გითხრათ, რომ კომპანიის ბრალეულობა იყო მინიმალური. შეზღუდვა უკავშირდებოდა სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელში მომხდარ ავარიებს. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, რომელიც ჩვენ გვიკავშირდებოდა და ოპერატიულად აღმოიფხვრა. ყველა დანარჩენი შეფერხება გამოწვეულია სახელმწიფო ელექტროსისტემაში არსებული შეფერხებებით”- განაცხადა” ენერგო- პრო- ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ჟანა დიდებაშვილმა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის თელავის რაიონულ განყოფილებაში რადიო ჰერეთის ზარებს, მთელი დღის განმავლობაში არ უპასუხეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან რეგიონებში “ენერგო- პრო- ჯორჯიას” მომხმარებლისათვის, ელექტროენერგიის საფასური 3. 494 თეთრით გაძვირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button