მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მამაკაცი დაშავდა

ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა მძიმედ თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.
ტოიოტას მარკის მსუბუქი ავტომანქანა, სველ გზაზე მოცურდა და ერთ- ერთი მოქალაქის კუთვნილ ტერიტორიაზე შევარდა.
ავტომანქანის მძღოლი, რომელიც მძიმედ დაშავდა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაშავებულს შესაბამისი გამოკვლევები, ამ წუთებში უტარდება.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის საამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.