მნიშვნელოვანი

თელავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

თელავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა შუახნის ქალი, გზის გადაკვეთას აპირებდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი სწრაფი გადახდის აპარატთან იმყოფებოდა და შემდეგ, გზის მეორე მხარეს გადასვლა სცადა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმები შეაფასებენ.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button