თელავი “ცისკარას” მოლოდინში – რადიობლოგი

თელაველებს ბაყბაყდევისა და ცისკარას ზღაპარი ხშირად ახსენდებათ.

ამ ხალხური ნაწარმოების მსგავსად, სასმელი წყლის პრობლემა თელავშიც აქტუალურია. ზაფხულის მოსვლასთან ერთად წყალი ქრება, თუმცა 24 საათიანი წყალმომარაგებით ქალაქი არც ზამთარშია განებივრებული.

ხელისუფლება ხელს იშვერს წყალმომარაგების კომპანიისკენ, წყალმომარაგების კომპანია კი პრობლემის არსებობას გარკვეულწილად მოსახლეობის მხრიდან წყლის ზედმეტ ხარჯვას აბრალებს.

ფაქტი ერთია – ქალაქში წყალი ზოგჯერ დღეში ერთი საათიც კი არ მოდის, თანაც ზაფხულში, როდესაც წყლის მოხმარება სამჯერ მაინც იზრდება

რადიო “ჰერეთი” წარმოგიდგენთ ერეკლე ცოცანიძის რადიობლოგს – თელავი “ცისკარას” მოლოდინში

ჰერეთის რადიობლოგების მომზადება შესაძლებელი გახდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით იქნა გაწეული. რადიო ბლოგების შინაარსზე პასუხისმგებელია რადიო ჰერეთი. მასში გადმოცემული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და/ან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შეხედულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button