მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45 000-ს აჭარბებს

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა მოსალოდნელია, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება

მიწისძვრის შედეგად თურქეთში 39 672 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 5 800-ს აღემატება.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 20 000-ზე მეტ დანგრეულ შენობაში გრძელდება. სტიქიის ზონაში ამჟამად 264 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათ შორის 65 ქვეყნიდან ჩასული ხუთი ათასზე მეტი მაშველი. მაშველებმა ნანგრევებში 278 საათის განმავლობაში ყოფნის შემდეგ 45 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

თურქეთში, სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 70 000 კარავი გაიგზავნა, დამატებით 55 000 კარავს კი უახლოეს მომავალში ჩაიტანენ.
თურქეთში 264 000 ბინა განადგურდა და ბევრი ადამიანუ კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, თურქეთში რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. მათ ნანგრევებში 275 საათზე მეტი გაატარეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 5 მოქალაქე.
9 თებერვლის შემდეგ თურქეთიდან ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ჰუმანიტარული დახმარება გაერო-ს 178-მა სატვირთო მანქანამ შეიტანა.

მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიაში. თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 5 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button