თელავის ბაგა- ბაღებში დღეს აღსაზრდელების ნახევარიც არ გამოცხადდა

უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ ბავშვების რაოდენობა კიდევ შემცირდება- თელავის ბაგა- ბაღებში დღეს აღსაზრდელების ნახევარიც არ გამოცხადდა.
თელავის მუნიციპალიტეტის 32 ბაღში, დღეს მხოლოდ 622 აღსაზრდელი მივიდა.
თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, უახლოეს დღეებში აღსაზრდელების რაოდენობა, სავარაუდოდ კიდევ შემცირდება.
” ეს პირდაპირ უკავშირდება პანდემიას და ახალი ვირუსის სწრაფ გავრცელებას, რაზეც სპეციალისტები ყოველდღე საუბრობენ. ჩვენს თანამშრომლებს შორის, ვაქცინაციის მაჩვენებლი მცირედით გაიზარდა, მაგრამ მშობლების უდიდესი ნაწილი, ჯერ კიდევ აუცრელია. ვვარაუდობთ, რომ უახლოეს დღეებში, აღსაზრდელების დასწრების მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება, რადგან ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდას ველოდებით”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, სულ 2750 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
საბავშვო ბაღები კახეთში, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ნოემბრის თვეში დაიხურა და მას შემდეგ, აღარ გახსნილა.