მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის ბაღებში პერსონალის ვაქცინაცია დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სეზონურ ვირუსებზე, პერსონალის ვაქცინაცია დაიწყო.

როგორც რადიო ჰერეთს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ია ლურსმანაშვილმა განუცხადა, 700 ვაქცინაა შემოტანილი და ის ბაღის ყველა მაწავლებელსა და ძიძას გაუკეთდება.

“სეზონურ გრიპზე ბაგა-ბაღების თანამშრომლების ვაქცინაცია დაიწყო. 700 ერთეულია შემოტანილი, რომ ყველას აცრა მოხდეს. გასული წლიდან აცრას ვიკეთებთ. კორონა ვირუსის პირობებში, ეს აუცილებლად მიმაჩნია”, – განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

სეზონურ გრიპზე აცრები თელავის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში, ერთ კვირაში უნდა დასრულდეს.

სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღებში, 12 ოქტომბერს დაიწყო და მას რეგისტრირებული აღსაზრდელების მხოლოდ ნახევარი ესწრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button