მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის ბაზრის ადმინისტრაციას 2000 ლარიან ჯარიმას აღარ დააკისრებენ

თელავის აგრარულ ბაზარს აღარ დააჯარიმებენ, – ამის შესახებ თელავის ბაზრის დირექტორმა მერაბ თურქოშვილმა განაცხადა.

როცა შემოვიდნენ, პირდაპირ გამაფრთხილეს, რომ ჯარიმას მიწერდნენ და რაკი, ბაზარი დაიკეტა, ერთი ამბავი ატყდა, გუბერნია ჩაერია და ალბათ, იმიტომ აღარ მაჯარიმებენ“, – განუცხადა რადიო ჰერეთს მერაბ თურქოშვილმა.

6 აგვისტოს, თელავის ბაზარი მოვაჭრეებს დაკეტილი დახვდათ. როგორც მოგვიანებით გაარკვიეს, დაკეტვის მიზეზი, ბაზრის ადმინისტრაციის მიერ, პანდემიის პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გახდა.

როგორც თურქოშვილი ამბობდა, ბაზრობის ადმინისტრაციას შრომის ინსპექციამ განუცხადა, რომ წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმებდნენ. თუმცა მოგვიანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შრომის ინსპექციას ობიექტი არ დაუჯარიმებია.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლი კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი ამბობს, რომ აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ მხოლოდ გაფრთხილება მიიღო და ბაზარი დარღვევების გამოსწორების მიზნით დაკეტა.

როგორც საბოლოოდ გაირკვა, თერმოსკრინინგისათვის საჭირო აპარატის უქონლობის გამო, თელავის აგრარულ ბაზარს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, 4 აგვისტოს გაფრთხილება მისცა, 6 აგვისტოს კი დაჯარიმება გადაწყვიტა. მოვაჭრეების პროტესტის ფონზე და ადმინისტრაციასთან ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკების შემდეგ, აღნიშნული დარღვევების გამოსწორების პირობით, ბაზრის ადმინისტრაციას ობიექტის გახსნის უფლება მისცეს და ამჟამად, თელავის ბაზარი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button