თელავის დრამატული თეატრის სპექტაკლს კულტურის მინისტრი დაესწრება

თელავის დრამატული თეატრის სპექტაკლს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრება.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით სპექტაკლის დაწყებამდე ის თეატრის ახალი ვადით დანიშნულ დირექტორს, პაატა გულიაშვილის შეხვდება.
პაატა გულიაშვილი თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, 2012 წლის შემდეგ, უკვე მესამედ დაინიშნა.
დეტალები წულუკიანის თეატრში სტუმრობის შესახებ არ ვრცელდება ცნობილია მხოლოდ ის რომ თელავის თეატრის დიდ სცენაზე თელავისა და თავისუფალი თეატრის ერთობლივი სპექტაკლი, მიერ “როცა ძალიან მომენატრები” იქნება წარმოდგენილი.
სპექტაკლის რეჟისორია, ავთო ვარსიმაშვილი.
თელავის თეატრში თეა წულუკიანის სტუმრობის შესახებ, რეგიონული მედიისთვის არ უცნობებიათ.
კულტურის სამინისტროსა და თელავის დრამატულ თეატრში, მინისტრის თელავში ჩასვლის თაობაზე, კომენტარს არ აკეთებენ.