თელავის ისტორიული ჭადრის განახლება კომპანია” “ნიუ- სერვისმა” დაიწყო

თელავის ისტორიული ჭადრის განახლება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია” “ნიუ- სერვისმა” დაიწყო.
თითქმის საუკუნოვანი ჭადრის სხვლა-ფორმირების პროცესი,
ხიდან ხმელი ტოტების მოცილებას, არასწორად ამოზრდილი ნაწილების ფორმირებას და ამონაყარების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს.
სატყეო მეურნეობისა და ურბანული გამწვანების ექსპერტის, დავით სამხარაძის განმარტებით, მიზანი ხის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებაა.
,,სხვლა მიმდინარეობს იმისათვის, რომ ხე გახდეს უფრო ქარგამტარი, ხდება ასევე ამონაყარების ოპტიმიზაცია, არასწორად მზარდი ტოტების ამოსხვლა, დამჭერ ბაგირებზე ტოტების ამოღება, შემდგომში დაცული რომ იყოს ეს ბაგირები გაფუჭებისგან. უსაფრთხოების მიზნით ხეს მოცილდება ხმელი ტოტებიც, შემოწმდება ბაგირების ვარგისიანობაც”,- განაცხადა დავით სამხარაძემ.
გაზაფხულზე ჭადარი სპეციალისტებმა შეწამლეს.
ბოტანიკოსები, კარგა ხანია საუბრობენ, რომ ჭადრის გადასარჩენად სპეციალური რა ონისძიებებია საჭირო, რომლის ჩატარების შესაძლებლობა საქართველოში არ არის.
რამდენიმე წლის წინ, ჭადრის გადარჩენის გეგმა, გერმანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს, თუმცა კორონა ვირუსის პანდემიის გამო, მათი საქართველოში ჩამოსვლა, ვეღარ მოხერხდა.