მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა. პარალელურად სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუზეუმის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ისინი მუშაობას 17 მარტიდან განაახლებენ.

“გაცნობებთ, რომ კორონა ვირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, თელავის ისტორიული მუზეუმი მუშაობას წყვეტს მიმდინარე წლის 16 მარტის ჩათვლით”, – განაცხადეს თელავის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button