მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მე-11- ე საარჩევნო უბანზე ხმა ენმ-ს რეგიონალურმა მდივანმა მისცა.

თელავის მე-11- ე საარჩევნო უბანზე ხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონალურმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა მისცა.

ბოტკოველის განცხადებით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ფიქსირდება კაბინების ისეთი განლაგება, რომ დამკვირვებლებს პროცესის მეთვალყურეობაში ხელი ეშლებათ.

“ქართული ოცნების პირობებში, წესიერ არჩევნებზე ძნელია ლაპარაკი, მაგიდებს დგამენ ისე, რომ დამკვირვებელს უჭირს თვალყურის დევნება, მაგრამ საქართველო მაინც გაიმარჯვებს. მოვუწოდებ ყველას, არ ჩაიდინონ დანაშაული”- განაცხადა ბოტკოველმა.

ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე კაბინების განლაგებაზე, სპეციალური სიებით აღჭურვილ კოორდინატორებსა ფარულობის დარღვევის მცდელობებზე, რადიო ჰერეთმა დილიდან გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button