მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მე-17 საოლქო -საარჩევნო კომისიამ უბნები გადათვალა

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თელავის მე-17 საოლქო -საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შვიდი უბანი გადათვალა.
ხმების ხელახალი გადათვლის პროცესი, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
უბნების გადათვლაში ოპოზიციური პარტიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
თელავის მე- 17-ე საოლქო საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, რევაზ გაიპრაშვილის განმარტებით, გადათვლამ ყველა უბანზე შემაჯამებელი ოქმის თავდაპირველი მონაცემების უტყუარობა დაადასტურა.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება “ქართული ოცნების” თელავის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა მოიპოვა.
მერის თანამდებობის დასაკავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ანდრიაშვილს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი უპირისპირდებოდა.
ანდრიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57%, ხოლო გიორგი ბოტკოველმა 43% მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button