დააკავეს გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი

გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მინერალური რესურსების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა კერძო კომპანიისგან ქრთამის სახით 20 ათასი ამერიკული დოლარი აიღო.

ანტიკორუფციული სამსახურის განმარტებით, გარიგების მიზანი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის ლიცენზიის დამზადება იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button