მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის მერიამ შშმ პირის დედის დაკრძალვის უზრუნველყოფაზე უარი თქვა

თელავის მერიამ შშმ პირის დედის დაკრძალვის უზრუნველყოფაზე უარი თქვა.

ინფორმაციას ამის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანება “მოქალაქეების” კახეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო გოგოლაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს.

მისი თქმით, შუახნის ქალბატონს, რომელიც თელავში ორი დღის წინ გარდაიცვალა, მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავს და ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

“თელავის მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალურად უმწეო ოჯახების დასახმარებლად, როდესაც მათ ოჯახის წევრი უკვდებათ. დაკრძალვის ხარჯებზე არავის უფიქრია, ‍
ეს სირცხვილია და დიდი გარღვევაა”, – წერს ნინო გოგოლაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დაკრძალვისთვის საჭირო ხარჯების ნაწილი, თელავის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა გიორგი ენუქიძემ პირადი ბიუჯეტიდან გაიღო.

როგორც რადიო ჰერეთმა გაარკვია, თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში კოდით 06 02 04, ვეტერანთა, გარდაცვლილ დევნილთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯებისათვის გაწერილია 10 000 ლარი. იქვე გაწერილია რომ, 1 უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვისათვის მერია 500 ლარიან დახმარებას გასცემს.

მსგავსი პოსტები

Back to top button