თელავის მერიას შესაძლოა სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა უჩივლოს
თელავის მერიის სოციალური განყოფილების სპეციალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ნინო იორდანიშვილი კონსულტაციებს იურისტებთან გადის და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზი თელავის მერთან პირადი უთანხმოებაა. იორდანიშვილი დეტალებზე არ ლაპარაკობს და ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზს მოგვიანებით დაასახელებს.
ამ ინფორმაციას ქალაქის მერი კატეგორიულად უარყოფს. პლატონ კალმახელიძის თქმით, ნინო იორდანიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ბოლო დროს დაფიქსირებული ორი დისციპლინური გადაცდომაა.