მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა

თელავის მერის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა.
საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ლევან ანდრიაშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი 56, 8 ,%-ით დაამარცხა.

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ამომრჩეველთა, 43, 1%-მა მისცა ხმა.
თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ხმების დათვლის პროცესში, ორი ბიულეტენის გარდა, სადაო არაფერი გამხდარა.

” ყველაფერი მიდიოდა მშვიდად, სადაო იყო მხოლოდ ორი ბიულეტენი, რომელიც შედეგს არ ცვლიდა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, საეჭვო არაფერი გამხდარა”- განაცხადა გაიპარაშვილმა.
არჩევნებში გამარჯვებას, ქართული ოცნების თელავის შტაბში, წუხელვე აღნიშნავდნენ.
2 ოქტომბერს გამართულ არჩევნების პირველ ტურში, მერის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ხმები, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა, პანკისის ხეობის სოფელ დუისშიც, სადაც ელდარ ბაღაკაშვილმა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაამარცხა.

ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვებით დასრულდა, არჩევნების მეორე ტური ყვარლის მუნიციპალიტეტშიც, სადაც საკრებულოს წევრი, საბუე- ალმატის უბნიდან, მალხაზ ბერიაშვილი გახდა. მეორე ტურში მას კონკურენციას, პარტია ” საქართველოსთვის” წარმომადგენელი რატი ტურაშვილი უწევდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button