მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა პარტიული თანამდებობა დატოვა

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა” ქართული ოცნების” თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გადადგომის თხოვნით, პარტიის ხელმძღვანელობას, რამდენიმე დღის წინ მიმართა.

ინფორმაცია პარტიული თანამდებობის დატოვების შესახებ, ნარეკლიშვილმა დაადასტურა.

” ჩემი გადაწყვეტილება, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება. მე აღარ ვაპირებ კენჭი ვიყარო, მერის თანამდებობაზე, ამიტომ პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პროცესი განახორციელოს საკუთარი კანდიდატის ინტერესების მიხედვით. პარტიულ საქმიანობას აღარსად ვაპირებ, ჩემს ნაბიჯს სწორად ვთვლი და გადაწყვეტილებაც პირადად მივიღე,”- განაცხადა ნარეკლიშვილმა რადიო ჰერეთთან.

” ქართული ოცნების” თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე შეასრულებს.

” ნარეკლიშვილმა პირადი განცხადებით დატოვა თავმჯდომარის პოსტი. მე დღეს დამეკისრა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, სანამ ორგანიზაცია , ყრილობაზე, ახალს აირჩევს” – განაცხადა კალმახელიძემ.

2017 წლიდან, შოთა ნარეკლიშვილი თელავის არჩეული მერის, ხოლო 2018 წლიდან, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ვის დაასახელებს პარტია, ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარედ თელავში და როდის ჩატარდება ყრილობა, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button