მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მუნიციპალიტეტს პირველი რეანომობილი ექნება

იაპონიის საელჩომ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა. რეანომობილი თელავის გადაუდებელი დახმარების ცენტრშია გადაყვანილი და პაციენტების მომსახურებისათვის მზად არის.

ცენტრის დირექტორის, მიშა პაპოშვილის განმარტებით, რეანომობილი გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის მქონე პაციენტებს, უფასოდ მოემსახურება.

“მსგავსი ტიპის მომსახურება ჩვენ არ გვქონდა და ამის გამო, ძალიან რთული იყო მძიმე პაციენტების თბილისში, ან სხვა საავადმყოფოებში გადაყვანა. შესაბამისი პერსონალი მზად გვყავს, მზად არიან რეანიმატოლოგებიც და ექთნებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს მოემსახურებიან. მომსახურება, სახელმწიფო პროგრამით განხორციელდება, როცა კლინიკა ჩათვლის, რომ პაციენტი გადასაყვანია. ახალი რეანომიბილი უკვე დგას ჩვენთან და ქსელშია. მისი გამოყენება, ბუნებრივია სხვა მუნიციპალიტეტებსაც შეუძლიათ”- განაცხადა პაპოშვილმა, რადიო.ჰერეთთან.

ახალი რეანომობილები, თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი.

იაპონიის საელჩომ, საგანგებო სიტუაციების მართვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, სულ ოთხი რეანომობილი გადასცა, რომელიც საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში გადანაწილდა

მსგავსი პოსტები

Back to top button