მნიშვნელოვანისაქართველო
თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად 5 მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ხუთ მილიონ ლარამდეა. მისივე ინფორმაციით, მდინარე სტორზე
დროებით ნაპირგამაგრებით სამუშაოები მიმდინარეობს.
შეზღუდვები ამ დრომდე მოქმედებს ფშაველი – ლეჩურის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, რომლის ერთი მონაკვეთიც მდინარე სტორმა ორი დღის წინ ნაწილობრივ დაანგრია.