კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მუნიციპალიტეტში ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 75 წლის მამაკაცი გარდაცვლილი მეუღლემ ნახა და პოლიციას მიმართა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და წლების განმავლობაში გადაადგილება უჭირდა.

თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ ის წაიქცა და თავი დაარტყა, თუმცა გარდაცვალების რეალური მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button