მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის პირველ სკოლაში პედაგოგების მასობრივი ტესტირება დაიწყება

თელავის პირველ საჯარო სკოლაში, პედაგოგების მასობრივი ტესტირება დაიწყება.

ინფორმაცია ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებამ გაავრცელა.

“თელავის პირველი საჯარო სკოლის კოვიდ-19-ით ინფიცირებული პედაგოგს, კონტაქტი ჰქონდა თითქმის ყველა მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან. სპეციფიური ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გამო, ვერ ხერხდება კონტაქტების იდენტიფიცირება სრულყოფილად, ამიტომ პროტოკოლის გათვალისწინებით, მთლიან კოლექტივს ჩაუტარდება ტესტირება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე, თელავის პირველი საჯარო სკოლა დაკეტილია. 20 ოქტომბრიდან სკოლა სასწავლო პროცესს, ონლაინ რეჟიმში განაახლებს.

შეგახსენებთ, კორონა ვირუსით პედაგოგის ინფიცირების შემთხვევა, თელავის პირველ საჯარო სკოლაში, 18 ოქტომბერს გამოვლინდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, პედაგოგი სპეც მასწავლებელია.

დღევანდელი მდგომარეობით, თელავის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის 45 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button