მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

თელავის პოლიციასთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია იმართება

ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოსთან მსვლელობით მივიდნენ და ორი დღის წინ, თეატრთან მომხდარი ინციდენტის გამოძიება მოითხოვეს.

აქტივისტების განცხადებით, 13 დეკემბრის საღამოს, მათთან ადგილობრივების ჯგუფი მივიდა, რომელიც მათ კარვის დანგრევით დაემუქრა.

პოლიციის სამმართველოსთან აქტივისტებმა სამართალდაცავებს, ფაქტზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს.

“არ ეგონათ, რომ ჩამოვიდოდით და ჩვენს მეგობრებს გვერდით დავუდგებოდით. მაგრამ ჩვენ ჩავალთ ყველგან, სადაც ძალადობის მცდელობა იქნება და მოვითხოვთ პოლიციისგან შესაბამისი გამოძიება ჩაატაროს”- განაცხადა ერთ- ერთმა აქტივისტმა, პოლიციის შენობასთან, სიტყვით გამოსვლისას.

13 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, პოლიცია გამოკითხვებს აწარმოებს. გამოკითხვაზე, ინციდენტის ერთ- ერთი მონაწილე და ოპოზიციის მხარდამჭერი იმყოფებიან.

შეგახსენებთ, თელავის თატრის წინ აქცია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, 11 დღეა მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button