მნიშვნელოვანირეგიონი
თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გარდაიცვალა
ინფორმაციას ლევან მრელაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ, მისი მეგობრები ავრცელებენ.
“თავისი ცხოვრებით მაგალითი იყო კეთილსინდისიერების, გულისხმიერების. უდიდესი დანაკლისია საგანმანათლებო სისტემისთვის”- წერს ერთ-ერთი მეგობარი.
ლევან მრელაშვილი თელავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელად, 2016 წელს დაინიშნა.
მანამდე ის, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო, სოფელ იყალთოდან.
მრელაშვილს 10 წლის განმავლობაში, თელავის N 6 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა ეკავა.