თელავის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/12/thelavis-sakrebulo-780x470.jpg)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.
წინასწარ გაცხადებული პოზიცია აქვთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომლებიც მთავარი საფინანსო დუკუმენტისათვის მხარდაჭერას არ აპირებენ.
მათი განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალურ თემებთან დაკავშირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა, რის გამოც დოკუმენტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.
სხდომას ესწრებიან მოქალაქეებიც, რომელთაგან ერთ- ერთმა უმწეოთა და უპოვართა სახლში უხარისხო საკვებზე, შეშისათვის გამოყოფილ არასკმარის დაფინანსებასა და მიუსაფარ ძაღლებზე ისაუბრა.
ლალი კბილაშვილის მტკიცებით, სათნოების სახლში სოციალურად დაუცველ პირებს , უხარისხო საკვებით კვებავენ, ხოლო დარჩენილ ულუფას ფერმებისათვის, ღორების გამოსაკვებად ყიდიან.
მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა და განმარტა, რომ შეშისათვის გამოყოფილი 100 ლარი წელს ვერ გაიზრდება.
ლევან ანდრიაშვილმა უარყო ბრალდება, უპოვართა სახლში საკვების უხარისხობასა და ფერმებზე გაყიდვის შესახებაც.
თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 28 მილიონ ლარზე მეტი იქნება. აქედან, 1 200 280 ათასი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკების ხელფასების გასაზრდელად არის გათვალისწინებული.
მომავალი წლის ბიუჯეტი, საკრებულომ დღესვე უნდა დაამტკიცოს.
კომენტარები საკრებულოს სხდომიდან