მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავის სოფელ ვანთაში საბავშვო ბაღი დაიკეტა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, საბავშვო ბაღი,კორონავირუსის გამო დაიკეტა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სოფელში კორონა ვირუსით ოჯახური ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდ-19 ორ მცირეწლოვანსა და მათ მშობელს დაუდასტურდა.

ორივე მოზარდი, სოფელ ვანთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, რის გამოც ბაღმა სააღმზრდელო პროცესი შეწყვიტა.

თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, ია ლუარსაბიშვილი ჰერეთთან საუბარში ამბობს, რომ ბაღის დაკეტვის გადაწყვეტილება 12 დღით მიიღეს.

” დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა, რაკი ორი მცირეწლოვანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში დადის, სპეციალისტების რეკომენდაციით, ბაღი დაიკეტა”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

სექტემბრიდან დღემდე, თელავში კორონა ვირუსის 2844 დადასტურებული შემთხვევაა.
მთლიანად რეგიონში შემთხვევების რაოდენობა თითქმის 13 ათასს აღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button