სპორტი

თელავის “ჭადარი” სარაგბო ჩემპიონატის პირველ ლიგაშია

პირველად თელავის ისტორიაში, რაგბის გუნდი “ჭადარი” რეგიონულ პირველ ლიგაში ავიდა.

გუნდმა თამაში სამოყვარულო ლიგიდან დაიწყო და ამ ეტაპზე, ლიგის მუდმივ ბინადრებს აჯობა.

გუნდის მენეჯერის, თენგიზ ცისკარიშვილის ინფორმაციით, “ჭადარი” მოწინავე ექვსეულში მოხვდა. “თამაში სამოყვარულო ლიგიდან დავიწყეთ. დაახლოებით 5 წელი, ქვედა ლიგაში ვთამაშობდით და ორ ნახევარფინალში მივიღეთ მონაწილეობა. ზედა ლიგაში კარგი შედეგების გამო მოვხვდით. 12 გუნდიან ლიგაში ორი, A და B ჯგუფი იყო შექმნილი. წელს, ჩვენ უკვე აღმოვჩნდით პირველ ლიგაში და ეს დიდი წარმატებაა. მოწინავე 6 ჯგუფი 2021- 2022 წლებში, გარანტირებულად იქნება პირველ ლიგაში, “- განაცხადა ცისკარაშვილმა.

რაგბის გუნდი ” ჭადარი” თელავში 1981 წელს დაარსდა, თუმცა შემდგომში თამაშები შეაჩერა.

ხელახალი რეგისტრაცია გუნდმა 2015 წელს გაიარა. დღევანდელი მდგომარეობით, რაგბის გუნდს აქვს ბავშვთა სკოლაც, სადაც ექვსი სოფლის 200-მდე დამწყები მორაგბე ვარჯიშობს.

” ჭადარი” რაგბის სასწავლო წრის გახსნას, თელავის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფელ, ყარაჯალაშიც გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button