რეგიონი
თელავის თეატრის მსახიობი კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსის შემდგომი გართულებით თელავის დრამატული თეატრის მსახიობი გარდაიცვალა.
ზურა ლომიძე მეუღლესთან ერთად კორონავირუსით რამდენიმე თვის წინ დაინფიცირდა.
მსახიობს ვირუსით ინფიცირებული მეუღლე გარდაეცვალა, თავად კი, ვირუსით გამოწვეული მძიმე გართულებებით, საწოლს მიეჯაჭვა.
ზურა ლომიძის მკურნალობის ხარჯების დასაფარად, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული, თუმცა მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა.
სიცოცხლის ბოლო დღეებში, ის უკვე საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
ზურა ლომიძე თელავის დრამატულ თეატრში ორ ათეულ წელზე მეტი მუშაობდა და მაყურებლისათვის. საინტერესო სახეებს ქმნიდა.