მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის ტყეში ხანძარია

თელავის ტყეში ხანძარია.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში, ტყეს ცეცხლი უკიდია.

ცეცხლი სავარაუდოდ ტყის ქვედა ფენას, ხმელ ფოთოლს და ბალახს გაუჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის კერა ალპურ ზონაში, სოფლიდან 4 საათის სავალზეა და რთული რელიეფიდან გამომდინარე ადგილზე მხოლოდ ფეხით მისვლაა შესაძლებელი.

სოფელში ხანძარი საღამოს შენიშნეს და სახანძრო- სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.

ართანაში ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გამთენიისას დაიწყება.

ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button