მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის უმწეოთა და უპოვართა სახლის ბენეფიციარები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ

თელავის უმწეოთა და უპოვართა სახლის ბენეფიციარები, ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. ინფორმაცია რადიო ჰერეთს, სახლის დირექტორმა, ნინო აფციაურმა დაუდასტურა.

” რამდენჯერმე შევთავაზე, რომ ვაქცინაცია გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან და ვუთხარი, რომ რეგისტრაციაში დავეხმარებით. პანდემიის გამო, აქ არ იკვებებიან, საჭმელი სახლში მიაქვთ და ისიც ვუთხარი, რომ მათი ოჯახის წევრებიც შეგვიძლია დავარეგისტრიროთ. ხომ ვერ დავაძალებთ, მხოლოდ შეთავაზება შეგვიძლია. სურვილი არ გამოთქვეს. გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდი ალბათობით არცერთს არ გაუკეთებია ვაქცინაცია, სხვა შემთხვევაში, მეტყოდნენ”- განაცხადა აფციაურმა.

თელავის უმწეოთა და უპოვართა სახლს 520 ბენეფიციარი ჰყავს. აქედან, 80 პირს გადაადგილება არ შეუძლია და გამოყოფილ ულუფას, სახლის ადმინისტრაცია, ბინაზე თავად აწვდის.

პანდემიის დაწყების დღიდან, კორონა ვირუსი უპოვართა სახლის ათობით ბენეფიციარს დაუდგინდა.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, გეგმავს თუ არა, ჯანდაცვის სამინისტრო, ასეთი სახლების ბენეფიციარების ვაქცინაციისათვის, სპეციალური ღონისძიებების შემუშავებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button