მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის უნივერსიტეტი ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადადის

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს, ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.
გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, ეპიდემილოგიური ვითარების გართულების გამო, დღეს მიიღო.
საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ნინო კახაშვილის ინფორმაციით, არადისტანციურად, მხოლოდ ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება.
“ფაქტია, რომ ვითარება რთულდება და კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. პედაგოგებისა და სტუდენტების უსაფრთხოებისათვის, აკადემიურმა საბჭომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჯერჯერობით, შევინარჩუნებთ ჰიბრუდულ ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩავატარებთ აუდიტორიებში. დანარჩენი პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. ყველა ფაკულტეტის დეკანატი, სტუდენტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის”, – განაცხადა კახაშვილმა რადიო ჰერეთთან.
კორონავირუსის პანდემის პირობებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრი, ონლაინ სწავლების რეჟიმში დაასრულა.
დღევანდელი მდგომარეობით, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button