მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის უნივერსიტეტი ორ ცვლაში იმუშავებს

კორონავირუსის პანდემიის გამო, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო პროცესი ორ ცვლაში წარიმართება.

როგორც რადიო ჰერეთს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მზია მაისურაძემ განუცხადა, ორცვლიან რეჟიმზე გადასვლის გარეშე, სასწავლო პროცესი ვერ განახლდებოდა.

“ორცვლიან რეჟიმზე გადასვლის აუცილებლობა დაწესებულმა რეგულაციებმა მოიტანა, სხვაგვარად, სწავლას ვერ დავიწყებდით. სტუდენტების ნაწილი, დილით მოვა, მეორე კი შუადღისას. ისიც გვესმის, რომ ზოგიერთი სტუდენტი სოფლიდან მოძრაობს და ყოველდღიურ ტრანსპორტზეა დამოკიდებული, მაგრამ ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია. ამავე რეგულაციების გათვალისწინებით, ლექციები მხოლოდ დიდ აუდიტორიებში ჩატარდება. პირბადის გარეშე არავინ დაიშვება”, – განაცხადა მაისურაძემ.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სწავლა 5 ოქტომბერს განაახლა.

კორონა ვირუსის პანდემიის გამო, გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრი, სტუდენტებმა ონლაინ რეჟიმში დაასრულეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button