მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავს ევროსტანდარტების შესაბამისი კიდევ 5 ავტობუსი გადაეცა.

თელავის მუნიციპალიტეტმა ევროსტანდარტების შესაბამისი კიდევ 5 ავტობუსი მიიღო.
ავტობუსები მუშაობას სრული დატვირთვით აპრილის ბოლოდან დაიწყებენ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით,
თელავს უკვე 10 ავტობუსი ჰყავს.

“კიდევ 5 ავტობუსი თელავს გადაეცა 11 მარტს. გარკვეული პროცედურის გავლის შემდეგ, მათ ადგილზე შემოვიყვანთ, ხოლო აპრილის შუა რიცხვებიდან, დღევანდელ ხუთ ავტობუსთან ერთად, კიდევ სამი ამუშავდება. მათ შორის ერთი სოფელ კურდღელაურსაც მოიცავს. ხუთ მარშრუტზე სულ 10 ავტობუსი იმოძრავებს”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში 8 თებერვლიდან მუშაობს. ავტობუსები EURO 5-ის სტანდარტს შეესაბამება, თითოეული 50 ადგილიანია და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

ტრანსპორტის მართვისათვის თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში სპეციალური აიპი შეიქმნა და 23 მძღოლი გადამზადდა.

მთლიანობაში, თელავის მუნიციპალიტეტი 40 ავტობუსს მიიღებს, რომლებიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არის შეძენილი. დღევანდელი მდგომარეობით, თელავში მუნიციპალური ავტობუსები ოთხი მიმართულებით, სატესტო რეჟიმში მოძრაობენ და მგზავრებს უფასოდ ემსახურებიან.

ავტობუსები თელავში, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა.
რადიო ჰერეთი, წერდა, რომ იმ დრიოსათვის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ავტობუსების სადგომი, არ იყო გამოყოფილი მარშრუტები, მგზავრების მოსაცდელი ადგილები და არ არსებობდა ბასლაინები, რომელიც მსგავსი ტრანსპორტის მოძრაობისთვის არის განკუთვნილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button