ტომ კრუზმა სუნთქვა 6 წუთით შეიკავა [Video]

როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვარსკვლავი ილეთებს კასკადიორების გარეშე ასრულებს.

ქსელში ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ტომ კრუზი ფილმ „მისია შეუსრულებელია: განდეგილთა ტომი“-ს გადაღების დროს, წყლის ქვეშ სუნთქვა 6 წუთით შეიკავა, – წერს The Daily Mail.

მსახიობის თქმით, იგი სამხედროებისთვის განკუთვნილი სუნთქვის შეკავების მეთოდით ვარჯიშობდა.

ფილმი გაქირავებაში 2015 წლის 30 ივლისს გამოვიდა და დღეისთვის 673,5 მილიონი დოლარი შეაგროვა.

ტომ კრუზი (ინგლ. Tom Cruise; დ. 3 ივლისი, 1962) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. იგი ამერიკული კინოაკადემიის პრემია“ოსკარზე“ სამჯერ იყო ნომინირებული და ორი„ოქროს გლობუსი“ აქვს მოგებული. ტომ კრუზის როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „წვიმის კაცი“, სადაც მან დასტინ ჰოფმანთან ერთად ითამაშა.

მსგავსი პოსტები

Back to top button