თელავსა და გურჯაანში საბავშვო ბაღები 1 დეკემბრამდე ვერ გაიხსნება

თელავსა და გურჯაანში საბავშვო ბაღები 1 დეკემბრამდე ვერ გაიხსნება.
კოვიდ- 19- ის ყოველდღიური შემთხვევებისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სააღმზრდელო დაწესებულებები ოქტომბრის ბოლოსათვის დაიკეტა.
გურჯაანის სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ბაღების გახსნა ჯერ კიდევ საფრთხის შემცველია.
” ჯერჯერობით, ბაღებს ვერ გავხსნით, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას არ იძლევა. ნოემბრის ბოლოსათვის თანამშრომლები გამოცხადდებიან, ტესტირებას ჩავატარებთ, მოვახდენთ შენობების დამუშავებას და რაც ყველაზე მთავარია, თანამშრომლების ნახევარი იქნება ვაქცინირებული. ვფიქრობთ, რომ 1 დეკემბრისთვის სააღმზრდელო პროცესს განვაახლებთ” -განაცხადა თევდორაშვილმა.
1 დეკემბრამდე ვერ გაიხსნება საბავშვო ბაღები თელავის მუნიციპალიტეტშიც.
ცალკეული ჯგუფები და ბაღებია დაკეტილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
სპეციალისტების განმარტებით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობა, აუცრელი ოჯახის წევრებისა და პედაგოგებისგან დაინფიცირდა.