კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

თელავში 2 არასრულწლოვან გოგოს ეძებენ

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონები ბებიასთან, სტუმრად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში იმყოფებოდნენ.

დღეს, 8 სექტემბერს, მათ ოჯახის წევრების არყოფნით ისარგებლეს და თელავში წავიდნენ, სადაც ისინი მამის დედას შეხვდნენ.

„ბავშვები თელავში ბოლოს მამის დედამ ნახა. მას ბავშვებმა უთხრეს, რომ სახლში ჩამოართვეს ტელეფონები და პროტესტის ნიშნად, ისინი აპირებდნენ თბილისში წასვლას. ბებიამ ისინი ჩასვა ყვარლის მიკროავტობუსში და გაგზავნა უკან, მაგრამ გოგონები თელავშივე უკან ჩამოვიდნენ და არ ჩანან“, – თქვა დეიდამ, ლალი შილდელაშვილმა.

დეიდის განმარტებით, გოგონებს ოჯახში პრობლემები არ ჰქონიათ.

არასრულწლოვნების ძებნის საქმეში ჩართულია თელავის პოლიციის სამმართველო. ამ წუთებში, ოჯახის წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან.

 

დაკარგული ბავშვების დეიდა ლალი შილდელაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button