რეგიონი

თელავში, 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა

თელავში, 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.

ახლობლებმა ახალგაზრდა ის ცეცხლნასროლი ჭრილობით გარდაცვლილი ნახეს.
სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარზე საუბარს თავს არიდებენ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოში ახალგაზრდების თვითმკვლელობის სტატისტიკა, ძალიან მწირია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, დედამიწაზე წელიწადში დაახლოებით 800 000 ადამიანი იკლავს თავს. ამასთან, თითოეულ სუიციდზე, საშუალოდ 20-ზე მეტი თვითმკვლელობის მცდელობა მოდის.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button