კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალგაზრდა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აიყვანეს.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა ქალაქ თელავში, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 21 წლის ახალგაზრდას, ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანება თავის არეში მიაყენა. დაზარალებული ახალგაზრდა, თბილისში მკურნალობს.

ჩხუბის დროს, თავად ბრალდებულმა, სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდა მამაკაცს 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button