მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მოსახლეობისათვის გაზის ტარიფი გაიზარდა

1 იანვრიდან, თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გაზზე მომატებულ საფასურს გადაიხდის.
გაზზე ფასის ცვლილება “ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის დადგენილებაშია ასახული, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.
დღემდე გამოქვეყნებული ინფორმაციით, “თელავ- გაზს” ტარიფი მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის უნდა გაეზარდა, თუმცა მატება მოსახლეობასაც შეეხო.
” თელავ-;გაზის” მენეჯერი ზურაბ ჯანჟღავა , რადიო ჰერეთთან საუბარში განმარტავს, რომ ცვლილება ვალუტის კურსის გამო მოხდა.

” სემეკს რამდენიმე თვის წინ მივმართეთ, ზუსტი დრო არ მახსოვს. გადაანგარიშება მოხდა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გამო, რადგან ჩვენ გაზს ამის მიხედვით ვყიდულობთ. მოსახლეობისათვის გაზის ტარიფი 58. 8 თეთრი იქნება, დღგ- ს ჩათვლით “- განაცხადა ჯანჯღავამ.
პირველ იანვრიდან გაზის ტარიფის ცვლილება, საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსაც შეეხებათ და 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი, დღგ-ს ჩათვლით, 0.95 – ის ნაცვლად, 1.15. ლარით განისაზღვრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button