მნიშვნელოვანისაქართველო

იაპონიის მთავრობამ საქართველოს შსს-ს 96 ავტომობილი გადასცა

საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ნაწილი ჰიბრიდული ავტომანქანებით დაიწყებს პატრულირებას.

ავტოპარკის განახლებაზე იაპონიის მთავრობამ იზრუნა და შსს-ს, ჰიბრიდულ მანქანებთან ერთად, ელექტრო მობილებიც გადასცა.

უფრო კონკრეტულად კი, იაპონიის მთავრობამ სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.

“საპატრული პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია”, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია ხუთი ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button