მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რატომ უწუნებს ოპოზიცია უმრავლესობას ამნისტიის კანონპროექტს

ოპოზიციისთვის „ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი კატეგორიულად მიუღებელია. პარტიების ლიდერების განცხადებით, ხელისუფლება 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.

“ეს არის “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების დანაშაულის მიჩქმალვის და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების კანონპროექტი. მას არანაირი კავშირი არ აქვს კანონთან, ამნისტიასთან, სამართლიანობის პრინციპთან და “ლელოს” მხრიდან ექნება მკვეთრი წინააღმდეგობა ამ კანონპროექტს,”- აცხადებს პარტიის “ლელო საქართველოსთვის” წევრი ლევან სამუშია.

პარტია”გირჩის” წევრებს კი იმედი აქვთ, რომ ამნისტიის კანონპრექტი დამტკიცებამდე, შინაარსობრივად შეიცვლება.

შეგახსენებთ, პარლამენტში ინიცირებულია ამნისტიის 2 სხვადასხვა კანონპროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ ცალ-ცალკე მოამზადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button