“ვარსკვლავური ომების” გმირი – მაგისტრი იოდა იპოვეს [Photo/Video]

ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ხელნაწერ წიგნში, ცნობილი მეგასერიალის „ვარსკვლავური ომების“ გმირი – მაგისტრი იოდა იპოვეს.

1431671637_0_111cae_2c801333_origხელნაწერი, სახელწოდებით Smithfield Decretals – გრიგორი IX -ის დეკრეტალიები, 1340 წლითაა დათარიღებული. ბიბლიოთეკის კურატორმა ჯულიან ჰარისონმა განაცხადა, რომ მანუსკრიპტში ბიბლიური გმირი სამსაონის ისტორიაა აღწერილი.

ეს პატარა არსება საიდან გაჩნდა და რა როლს თამაშობს, არავინ იცის. სავსებით შესაძლებელია, „ვარსკვლავური ომებიბის“ შემქმნელებს ნანახი აქვთ ხელნაწერი და არსება, ჯედაი იოდას პროტოტიპად გამოიყენეს – აღნიშნა ჰარისონმა.

ვარსკვლავური ომები (ინგლ. Star Wars) — ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის ფილმების, ტელესერიალების, კომიქსებისა და სხვა პროდუქციის სერიაა.
მისი გამოშვება სრულმეტრაჟიანი ფილმით – მეოთხე ეპიზოდით, „ვარსკვლავური 2488_mომები IV: ახალი იმედი-ით დაიწყო, რომელიც თავისი დროის დიდ ფენომენად იქცა.

22 წლის შემდეგ, რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა მისი წინაისტორიის გამოშვება დაიწყო. პარალელურად, ყოველი ფილმის გამოსვლას თან ახლდა წიგნების, სათამაშო ფიგურების, ტელესერიალების, კომპიუტერული თამაშებისა და კომიქსების გამოცემაც.

სერიის 6 ფილმი ნომინირებული იყო ამერიკის კინოაკადემიის 25 ჯილდოზე. აქედან, მათ 10 ჯილდო ერგო. სამი – ფილმებს განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა.

ფილმის თრეილერი

მსგავსი პოსტები

Back to top button