რეგიონი

თელავში ახლადრეაბილიტირებული კორპუსის პირველ სართულზე რკინის გადახურვები რამდენიმე დღეა ცვივა

თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ახლადრეაბილიტირებული კორპუსის პირველ სართულზე რკინის გადახურვები რამდენიმე დღეა ცვივა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

დაახლოებით, ორი მეტრის სიგრძის რკინის კონსტრუქცია ქვეითების სავალ ნაწილსა და ავტომობილების პარკინგთან ისევ ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტებას აღარ აკეთებენ და ამბობენ, რომ კორპუსის რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ამავე საცხოვრებელ კორპუსზე, დაახლოებით 15 მეტრის სიგრძის კომერციული ფართების სახურავები 21 მარტის ღამესაც ჩამოვარდა.
რკინის კონსტრუქციების ვარდნის მიზეზად დიდთოვლობა დასახელდა.

თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სამი საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადის რეაბილიტაცია დაახლოებით ერთი წლის წინ ჩატარდა.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან,.1 მილიონი 300 ათასი ლარით დაფინანსდა.

რეაბილიტაცია კომპანია ბპ კონსტრაქშენმა ჩაატარა, რომელსაც თელავის მერიის ინფორმაციით, საგარანტიო ვადა ჯერ კიდევ ამოწურული არ აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button