მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
თელავში არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი კიდევ გაძვირდა

თელავში არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი კიდევ გაძვირდა. დღეიდან მომხმარებელი ყველა ტიპის საწვავში 5 თეთრით მეტს გადაიხდის.
ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები გაძვირებას მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდით ხსნიან.
მომავალი კვირიდან საწვავის გაძვირებას აპირებენ ბრენდირებული კომპანიებიც. ამის შესახებ, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საქართველოში საწვავი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გაძვირდება, რადგან აქამდე მომხმარებელი ადგილობრივ ბაზარზე არსებული მარაგების საშუალებით იყო დაცული.
ბოლო დღეებში საქართველოში საბითუმო ბაზარზე საწვავის ფასის მნიშვნელოვან ზრდას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიც ადასტურებს.