მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში ავტომობილი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა

თელავში ავარიის დროს დაშავებული მძღოლის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე წუხელ მოხდა. გამოძიება ამბობს, რომ BMW- ს მარკის ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელ სახლს შსეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button